პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერად წარადგინა.
მისივე განცხადებით, პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს. ჩიქოვანთან ერთად, ვიცე-პრემიერი იქნება კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი.
პარლამენტმა საქართველოს მთავრობა 8 თებერვალს დაამტკიცა. ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრის პოსტზე
დანიშნვას ხმა 80-მა დეპუტატმა, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მისცა. წინააღმდეგი იყო პარლამენტის 10 წევრი.
მასალის გამოყენების პირობები