შავი ზღვის დაბინძურებისვის გემების მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა 65 ათასიდან 100 ათასი ლარამდე გაიზრდება.
შესაბამისი ცვლილების პაკეტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარმოადგინა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება, სამართალდარღვევის პრევენციისვისაც მნიშვნელოვანია და ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან დასაახლოებლადაც აუცილებელი.
"ჩვენ, სამწუხაროდ, გაგვიხშირდა შემთხვევები, როდესაც ხდება გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტები და იცით, რომ ევროკავშირს აქვს ძალიან მკაცრი მიდგომები და საჯარიმო სანქციები ზღვის დაბინძურების ფაქტებთან მიმართებით და აქაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ საჯარიმო სანქცია 65 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე", - განაცხადა თანდილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები