ახალი ამბები
მეუბნებოდა, შუბლს გაგიხვრეტო - ხობში სიცოცხლის მოსპობისა და იარაღის შენახვის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში მეზობლების წინააღმდეგ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და იარაღის ფლობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, დაკავებული 75 წლის მამაკაცი წლების განმავლობაში თვითნებურად ისაკუთრებდა და იყენებდა მეზობლების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, მოსახლეობა კი თავს არიდებდა მასთან კონფლიქტს, რადგან შურისძიების ეშინოდა.

როგორც დაზარალებული თამარ ქარაია ამბობს, მამაკაცი პერიოდულად ემუქრებოდა მის ოჯახსაც, თუმცა ბოლო კონფლიქტისას ის "შუბლის გახვრეტით" დაემუქრა. მუქარა კი ქალმა ჩაიწერა და ადგილზე პოლიციას გამოიძახა. მოგვიანებით, მისი სახლის ჩხრეკისას იარაღი ამოიღეს.

"ის ამბობდა, მე შეურაცხადი ვარ და პოლიციამ რომც დამაკავოს, მალევე გამათავისუფლებენო. ასევე, სასამართლოზე აღიარა მუქარა და თქვა, რომ სურვილის შემთხვევაში, 9-ჯერ მომკლავდა.   მოვითხოვ, მისი მაქსიმალური ვადით დასჯას. საზოგადოებას კი ხმის ამოღების არ უნდა შეეშინდეს. სასამართლოსთან დაკავშირებით, მათი მხრიდან იყო განწყობა, რომ მას გირაოთი გაათავისუფლებდნენ. პროკურატურამ, თავის მხრივ, რეაგირება უნდა მოახდინოს დანაშაულის არსებობის შემთხვევაში", - თქვა რესპონდენტმა.

ქარაიას თქმით, 15 თებერვლის ინციდენტის შემდეგ, მისი დედა შეუძლოდ გახდა და ამჟამად, მძიმე დიაგნოზებით,  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

დაკავებულის სასამართლო პროცესი ფოთში გაიმართა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 151-ე და 236-ე მუხლებით, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ნოემბერი 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული
26 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
26 / ნოემბერი 2024
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.