1921 წლის 25 თებერვალს თბილისში რუსეთის წითელი არმია შემოვიდა და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო.
103 წლის წინ, ქვეყნის ოკუპაციას წინ უძღოდა ხუთკვირიანი სამხედრო ოპერაცია, გმირული და თავგანწირული ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად.
საბჭოთა ანექსიის დროს დაიწყო სასტიკი რეპრესიები, ათასობით ადამიანის დახვრეტა, გადასახლება და დაპატიმრება.
ამ დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, რომლებსაც ერთი საერთო ხაზი - თავისუფლებისათვის ბრძოლა და ქვეყნის სიყვარული აერთიანებს.
მასალის გამოყენების პირობები