2025 წლის 1-ლი იანვრიდან თანამდებობის პირების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, მომავალი წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი 13 300 ლარი იქნება, მინისტრების, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების შრომის ანაზღაურება კი 11 305 ლარით განისაზღვრება.
ამავე დოკუმენტით, მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასი 9 975 ლარი იქნება, მინისტრის მოადგილის კი - 9 642.
შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 77-მა პარლამენტარმა დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები