ხვალიდან ლამინირებულ პირადობის მოწმობებს ელექტრონულით ჩაანაცვლებენ
2024 წლის 1-ლი ივლისიდან 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები უქმდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრო აღნიშნული პირადობების მფლობელთათვის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.
პროცესი ხვალიდან, 15 მარტიდან დაიწყება და სერვისის მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები