დღეიდან ლამინირებულ პირადობის მოწმობებს ID ბარათით უსასყიდლოდ ჩაანაცვლებენ
დღეიდან 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული, ე.წ ლამინირებული პირადობები უფასოდ ჩანაცვლდება ელექტრონული მოწმობებით - ID-ბარათებით.
ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნა.
ამავე ცნობით, 2024 წლის 1 ივლისიდან ძველი პირადობის დოკუმენტები უქმდება და მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ ლამინირებული მოწმობებით არჩევნებზე ხმის მიცემასა და საბანკო სერვისებით სარგებლობას, მათ შორის პენსიის მიღებას.
მოქალაქეებმა ID ბარათის უსასყიდლოდ ასაღებად მთელი ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.
მასალის გამოყენების პირობები