საქართველოში დღეს მესაზღვრის პროფესიული დღე 25-ედ აღინიშნება.
ის 1999 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით დაარსდა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარს სასაზღვრო პოლიცია იცავს. ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანოა.
უწყების ვებ გვერდზე მითითებულია, რომ სასაზღვრო პოლიციის მისიაა, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო ზოლი, სასაზღვრო ზონა და საქართველოს საზღვაო სივრცე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება.
ფოტო: საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
მასალის გამოყენების პირობები