ახალი ამბები
DRI - ენგურის ხიდის მიმდებარედ რუსულ ნომრიან სატვირთოებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გაის მანქანები აცილებდნენ
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საკონტაქტო პირების ინფორმაციით, გასულ კვირას გალის რეგიონში ენგურს გაღმა საქართველოს მიმართულებით და უკან, რუსულ ნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა. ინფორმაციას DRI ავრცელებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მანქანების ნაწილს ენგურის ხიდამდე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის (ე.წ. გაის) მანქანები აცილებდნენ.


"გარდა ამისა, სატვირთო მანქანები ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოსკოვის დროით საღამოს 7 საათის შემდეგ კვეთდნენ, მას შემდეგ, რაც რუსული და აფხაზური მხარის მიერ მოძრაობა ყველა სხვა მოსარგებლისთვის, უპირველეს ყოვლისა, გალის რეგიონის მაცხოვრებლების აკრძალულია. აფხაზეთის დე ფაქტო და რუსეთის უშიშროების სამსახურები ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჩხრეკენ იმის გამოსარიცხად, რომ მათ ამ სატვირთო მანქანების მოძრაობა ფოტო და ვიდეო მასალაზე არ აღუბეჭდავთ", - განმარტავენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.

ორგანიზაციაში ასევე საუბრობენ საქართველოს და საერთაშორისო კონტროლის მიღმა მყოფი აფხაზეთის ტერიტორიების რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით შესაძლო გამოყენების შესახებ.

"ქართული ოცნება" უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების პირველივე დღეებიდან თავის მთავარ დამსახურებად საქართველოს ამ ომში ჩაურთველობას ასახელებს. ამასთან, რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების გაუმჭვირვალე და ბუნდოვანი პოლიტიკა, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტის მიმართ დაყვავების გარდა, მასთან აშკარა თანამშრომლობის ტენდენციასაც აჩვენებს. ეს უკანასკნელი საქართველოს მთავრობის და მმართველი პარტიის მიერ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გზად არის გამოცხადებული და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უალტერნატივო პოლიტიკად წარმოჩენილი. ამასთან, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხებზე თავის ურთიერთობას და სავარაუდო კოორდინაციას რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან არ ასაჯაროებს. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კი, მსგავსი გაუმჭვირვალობა ამყარებს ეჭვს საქართველოს და საერთაშორისო კონტროლის მიღმა მყოფი აფხაზეთის ტერიტორიების რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით შესაძლო გამოყენების შესახებ.

მოცემულ ვითარებაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენთან დავით ხიდაშელთან შეხვედრის და მათი საუბრის დეტალების ქართულ მედიაში გახმაურებამ, კიდევ ერთხელ წამოწია საკითხი, თუ რა მიზნებს ემსახურება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან თუ რუსეთის მიმართულებით ტვირთის მოძრაობაზე თვალის დახუჭვა. "ქართული ოცნების" მესვეურებმა შეიძლება ეს ნეგატიური ტენდენცია რუსეთთან ტვირთბრუნვის გაზრდის გზით საქართველოს ეკონომიკის აღმავლობად, ანდა სულაც აფხაზეთის საქართველოში ინტეგრირების პოლიტიკად წარმოაჩინონ. თუმცა, საღი აზრი მოითხოვს იმის გათვალისწინებას, რამდენად მოწადინებულია რუსეთი და მით უფრო მისი სატელიტი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელონ? ცხადია, აქ ერთადერთი ლოგიკური დასკვნა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა რუსეთთან თანამშრომლობისას მხოლოდ თავისი ვიწრო ინტერესებით ხელმძღვანელობს. ამ კონტექსტში, რიტორიკული კითხვა ჩნდება, რამდენად განსხვავდება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მის მიერ რუსეთის მარიონეტულ რეჟიმად მონათლული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან?", - ვკითხულობთ DRI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები დეზინფორმაცია და სახელმწიფო ინტერესებზე თავდასხმაა.

"ჯერ ერთი, ეს არის კლასიკური დეზინფორმაცია. მეორე, ეს არის თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე. როცა ამას აკეთებს კონკრეტული NGO, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, ეს არის ასე თუ ისე ქართული NGO. იმედი მაქვს, რომ მათი დონორები სათანადო პოზიციას გამოხატავენ ამ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება სწორედ უცხოური დაფინანსების მიერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.