კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწეებზე გრანტები გაიცემა - მთავრობის განკარგულება
18 მარტის მთავრობის განკარგულების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ პირებზე და მათ ოჯახის წევრებზე გრანტები გაიცემა.
შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქველმოქმედო ფონდ "ქართუსთან" გააფორმა.
მთავრობის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საგრანტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ცვლილებები, გარდა გრანტის მიღების მოცულობისა და სახსრებისა, გადაწყდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, ძალაში უკვე შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები