ახალი ამბები
ოთხოზორიას, კვარაცხელიას და საოკუპაციო ძალების მიერ სხვა მოკლულების საქმეებზე სამართლის აღუსრულებლობა დანაშაულს ახალისებს - სუს
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.

სუს-ში აცხადებენ, რომ 2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 26 პირი უკანონოდ დააკავეს.

"ოკუპირებული ქალაქ სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა ვიტალი (თემურ) კარბაია, ოკუპირებულ გალის "დროებით მოთავსების იზოლატორში" მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო. ზემოაღნიშნულის პარალელურად, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ბაშარულის, ასევე, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეების მიმართ ადგილზე სამართლის აღსრულება კვლავ შეუძლებელი იყო. არსებული მოცემულობა ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობდა, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულების საკითხის მოთხოვნას",- წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წელს საოკუპაციო ძალა აქტიურად განაგრძობდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, 2024 წელს კი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ბორდერიზაციის 3 შემთხვევა მოხდა.

სუს-ის ცნობით, ეს ითვალისწინებს შემდეგ უკანონო აქტივობებს: გაივლო ახალი და განახლდა ძველი მავთულხლართები და ღობეები, მოეწყო ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები და მიწათხრილები; უკანონოდ აღიმართა ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და საგუშაგოები; მოხდა საოკუპაციო ხაზზე სათვალთვალო კამერებისა და გადაადგილების დეტექტორების დაყენების ფაქტებიც.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს გამოწვევას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია; ადგილობრივ მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შელახვა; რეგიონების რუსიფიკაციისა და მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლის, მათი ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა; ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და უკან დაბრუნების გამორიცხვის მიზნით, მათი სახლების განადგურება.

უწყება ასევე განმარტავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა "სამოქალაქო მდგომარეობის აქტების" შესახებ, რომელიც მათ შორის, მიზნად ისახავდა ოკუპირებული გალის რაიონის ქართული მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლას. 


ამავე თემაზე: 

ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას ოჯახის სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ დააკმაყოფილა

მინისტრი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე: ველოდებით გამოძიების დასრულებას შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.