ახალი ამბები
ქართულ-გერმანულ პროექტში ჩართვამ საბოლოოდ განსაზღვრა ჩვენი სკოლის ინტეგრაცია ევროპულ განათლებასთან და ღირებულებებთან - მანანა მებონია
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.

როგორც ის წერს, 1989 წლის 13 ოქტომბერს, ბორითთან ავტოკატასტროფაში მერაბ კოსტავას დაღუპვის ვერსიები მაშინ ნაკლებად საინტერესო იყო მგლოვიარე ერისთვის და კახათის სკოლის მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაც ფორმით გამოეხატათ საკუთარი პროტესტი იმპერიის აგენტების მიმართ.

"ეს ის დრო იყო, როდესაც 9 აპრილის ტრაგედიის მუხტი ქართველ ხალხს ერთ მუშტად კრავდა და ბორკილდადებულ ხელებს ერი თამამად უშვერდა ქანქარაზე დაკიდებულ მახვილს სრული თავისუფლების მოსაპოვებლად. რთული პერიოდი სურვილებს უფრო ამძაფრებდა: კომუნისტური რეჟიმი სრულ აგონიაში იყო და ხავსს ეჭიდებოდა, ხალხი უკანდახევას არც აპირებდა არც "ბოროტების იმპერიის" და არც იმპერიის მსახური მეხუთე კოლონის წინაშე".

აქვე ვკითხულობთ, რომ კახათის სკოლის მასწავლებლებს მიჰქონდათ გვირგვინი, რომლის არშიაზე ეწერა: "საქართველოს ეროვნულ გმირს კახათელი პედაგოგებისგან".

".. და დავიძარით თბილისისკენ სულმნათი მერაბის დაკრძალვის დღეს მე, მანანა, ჟოზა, თამარი,თემური, ზურა, მალხაზი, ხათუნა და ასე შემდეგ- 20- მდე პედაგოგი. ზურგს გამჭოლი მზერა, ხოლო წინ პოლიციის პოსტები გვირთულებდა გზას, იყო ბევრი შეკითხვა და დაკითხვა, რიკოთზე შავად შეიღება ცა, მცხეთასთან ცრიდა, ხოლო თბილისში რაც ხდებოდა, ამას მხოლოდ ზევსის რისხვა შეიძლება ვუწოდოთ.

წყალში და ტალახში ამოვლებულები შევედით სიონის ტაძარში და გვირგვინს თავისი ადგილი მივუჩინეთ. ბიჭებმა მუხლი მოიყარეს დიდი მამულიშვილის ცხედრის წინაშე, მერე ყველა ერთად გავუყევით მთაწმინდის აღმართს...

კახათისკენ მომავალ გზაზე "შავლეგო" შემოსძახეს მასწავლებლებმა. მათ თვალებში ცრემლებს და იმედს ვკითხულობდი და ბედნიერი ვიყავი ასეთი ადამიანების გვერდით ყოფნით.. შინ დაბრუნება არ გვაშინებდა, რადგან "დიდ ოჯახში" ასევე პატრიოტი და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული კაცი ბატონი ტიხონ ქორთუა გველოდებოდა!", - ჰყვება ამ მოვლენების მონაწილე.

მანანა მობონია ამბობს, რომ სამი ათეული წლის შემდეგ, 2008 წელს რუსეთის აგრესიის პერიოდში, სკოლის თითქმის ყველა თანამშრომელი სისხლის ჩამბარებელთა რიგში იდგა ქართველი მებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად.

როგორც ის წერს, იმ დროიდან, კახათის პირველი საჯარო სკოლა ჩართულია ქართულ-გერმანულ პროექტში, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა სკოლი ინტეგრაცია ევროპულ განათლებასთან და ევროპულ ღირებულებებთან.

"2008 წლის შემოდგომიდან, ქართულ-გერმანულ პროექტში ჩართვამ და ევროპულ სკოლებთან პარტნიორულმა ურთიერთობებმა საბოლოოდ განსაზღვრა ჩვენი სკოლის ინტეგრაცია ევროპულ განათლებასთან და ევროპულ ღირებულებებთან. უცხოელ მოსწავლეებთან დიალოგში თუ დისკუსიებში ჩვენ სამართლიანად ვამაყობდით და ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის საკაცობრიობო მნიშვნელობის მიღწევებით, ჩვენი მოსწავლეების ნიჭიერებით და მიზანდასახულობით...ეს დღემდე გრძელდება!"-  აღნიშნავს სკოლის დირექტორი.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.