ახალი ამბები
ჩემთვის რუსეთი ოჯახის დამაქცეველია - გიგა ოთხოზორიას ცოლი
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ცოლი, ნინო მატკავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც თბილისში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და „აგენტის“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტს ეხმაურება.

„ჩემი ბავშვობა - დარბეული აქციები, მწარე 9 აპრილი. ჩემი სტუდენტობა - კვლავ აქციები, სააკაშვილის მტკივნეული 7 ნოემბერი, ახლა უკვე ჩემი შვილები და ისევ აქციები, იგივე მიდგომა. არ მინდოდა წარსული ოდესმე მენახა. ამიტომაც გააზრებულად ვთქვი უარი წინა ხელისუფლებაზე. არ მინდა ვნახო ჩემი შვილების წინააღმდეგ წასული მოძალადე პოლიციელი. არ მინდა ახალგაზრდების სისხლით მიღებული კანონი, ჩემთვის რუსეთი ოჯახის დამაქცეველია, ოჯახიდან სამი წევრი მათ გამო საფლავში წევს'', - წერს ის.

30 აპრილს თბილისში, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, „აგენტების“ კანონს მანიფესტანტები თბილისის სხვადასხვა წერტილში აპროტესტებდნენ.

ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სპეცდანიშნულების რაზმები გამოიყვანა, არაერთხელ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მონაწილეებს. ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეების, მათ შორის, ზუგდიდელი აქტივისტის როსტომ ზარანდიას დაკავების შესახებ.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

2023 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით კომპენსაცია მიანიჭა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.