აღდგომას, 5 მაისს, ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
ამის შესახებ რადიო
"ათინათს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ უთხრა.
მისივე თქმით, დაბლობ რაიონებსა და მაღალ მთაში 5 მაისს დროგამოშვებით ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი.
,,სამეგრელო - ზემო სვანეთში მთელი დღის განმავლობაში ყველგან წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა 15 - 17 გრადუსია ნავარაუდევი დაბლობ რაიონებში, მთაგორიან რაიონებში კი 13-14 გრადუს გაუტოლდება, მაღალ მთაში 9-10 გრადუსი, მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება'', - აღნიშნა მან.
დოდო გვაზავას განმარტებით, 11 მაისიდან გამოიდარებს, თუმცა ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება.
მასალის გამოყენების პირობები