ახალი ამბები
ევროპის დღეების ფარგლებში, ზუგდიდში „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქცია იმართება
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიზე, ევროპის დღეების ფარგლებში, „აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგეებმა შეკრება, დაახლოებით, 6 საათზე დაიწყეს.

ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებულ კანონს კვლავ აპროტესტებენ და საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ეს კანონი ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის. 



აქვე გამოფენილია საინფორმაციო სტენდები, რომლის საშუალებითაც აქციაზე მოსულებს შეუძლიათ გაეცნონ და წაიკითხონ სამეგრელოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობების, გრანტების და ამ გრანტების შედეგად მიღებული სიკეთეების შესახებ.



დღესვე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები. რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, ორგანიზატორები აქციაზე შეკრებილებს სთავაზობენ კლუბურ მუსიკას. 



ინფორმაციისთვის, ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით, დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.


"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში, მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს. 



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.