მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები - 2 000 ლარს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები კი 1 000 ლარს მიიღებენ - მთავრობა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2000 ლარს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები კი 1 000
ლარს მიიღებენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
ამავე ინფორმაციით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე უზრუნველყოფს.
დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 79 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს გერმანიამ მოკავშირეების ძალების წინაშე კაპიტულაციას ხელი მოაწერა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდში მეორე მსოფლიო ომის ორი ზურგის მუშაკი ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები