ახალი ამბები
მეუფე გრიგოლი "შვილების თაობაზე" - ჩვენგან განსხვავებით, გამბედაობა არ აკლიათ
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ეპარქიის მრევლსა და საზოგადოების სხვა წევრებს მიმართავს. მან ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ვითარება მომდევნო პერიოდში საფრთხეს შეიცავს. მეუფე გრიგოლმა. ახალგაზრდების ქმედების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის სამშვიდობო გზაზე გაყვანაში "შვილების თაობის" იმედი აქვს. 

„დღეს ხარობს ჩვენი გული, მაგრამ ეს სიხარული არის ნაკლულოვანი, რადგან გვერდს ვერ ავუვლით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს; რაც უფრო ახლოა საქართველო თავის გაცხადებულ მიზანთან, შესაბამისად, მატულობს განსაცდელიც, ღელავს მთელი საზოგადოება, მათ შორის, ახალგაზრდა თაობა, პოლიტიკური სპექტრი, პოზიცია და ოპოზიცია, მდგომარეობა დღითი-დღე რთულდება და მატულობს კონფრონტაციის საფრთხე და ხარისხი. ყოველივე ეს იწვევს უარყოფითი ენერგიის დაგროვებას, რაც ძალიან საშიშია, რადგან ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ენერგია, ერთ მშვენიერ დღეს სტიქიად მოევლინოს ამ ქვეყანას; სტიქია კი თავის გზაზე არაფერს და არავის არჩევს და წალეკვას უქადის ყველაფერს, რაც წინ დახვდება. და ასეთ ვითარებაში ადამიანთა გაჯიუტება ცდომილებაში საბედისწერო შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად გვაწუხებს ის აშკარა საფრთხეები, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შესაძლოა მოჰყვეს. ასეთ საგანგებო ვითარებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცოცხალი რწმენით 4 ნასაზრდოები სულიერი სიბრძნე, რადგან იგი საკაცობრიო ცხოვრების გამოცდილებას საღვთო სიბრძნის ჭრილში განჭვრეტს და აფასებს. წმინდა სახარებისეული სიბრძნე, თუ მას ადამიანი გულის კარს გაუხსნის, სულიერი სიბრძნის წყაროდ იქცევა ადამიანში. ჩვენი ნამდვილი ძალა ჩვენს სულიერ და ფიზიკურ ერთობაშია და არა გათითოკაცებაში. საქართველოს ისტორია ცხადყოფს, რომ ჩვენი სამშობლო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის; ...და დღემდე ვერავითარმა მომხდურმა, აშკარა ურჯულომ თუ მზაკვრულად მოსულმა ე.წ. „სჯულიერმა“ ვერ ამოძირკვა ჩვენში ქართული სული და ქრისტეში რწმენა; ამით ჩვენ ამაყნი ვართ და მდაბლად ვმადლობთ უფალს.

მიუხედავად ტკივილებისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან. უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დატუქსვა და განკითხვა ხდება. ზოგადად ადამიანის (მით უფრო, ახალგაზრდის) ბუნება, მისი შინაგანი სამყარო უკიდურესად ფაქიზი და მგრძნობიარეა. ამიტომ მათზე მსჯელობისას, განზოგადებულად იმის თქმა, რომ მათ არ გააჩნიათ ღირებულებები, რომ არიან ურწმუნონი, რომ არიან უხეშები, რადგან ყოველგვარი რევერანსების გარეშე გამოხატავენ თავის აზრს, ვფიქრობ, არასწორია და ასეთი რიტორიკა არის უკუშედეგის მომტანი. მიმაჩნია, რომ საზოგადოდ ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და - ჩვენგან განსხვავებით - არც გამბედაობა! შესაძლოა, ძველ თაობას ზოგი რამ არ მოსწონდეს კიდეც ახალგაზრდა თაობისა, მაგრამ ეს ხომ ვერ გამოდგება იმის საკმარის არგუმენტად, რომ ისინი ცუდად მოვიხსენიოთ ან კიდევ ცუდად განვეწყოთ მათ მიმართ; პირიქით, სწორედ აზრთა და ხედვათა სხვაობა და ურთიერთჭიდილი, დისკუსია და მსჯელობა არის მასაზრდოებელი წყარო საკაცობრიო სიბრძნისა, სწორედ ის არის საიმედო გზა ჭეშმარიტებისაკენ და იმის უდავო პირობა, რომ გამოირიცხოს კაცთა მხრიდან ერთადერთი და უცდომელი ჭეშმარიტების ფლობაზე პრეტენზია, რაც დაგვიცავს საბედისწერო ცდომილებებისგან და უზრუნველყოფს ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების იმგვარ მშვიდობისმყოფელ წესრიგს, ასე რომ გვსურს და ვესწრაფვით, მაგრამ ჯერჯერობით რომ ვერა და ვერ დავამკვიდრეთ! ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი შვილების თაობა! იმედი მაქვს, რომ მათი მონდომებითა და ძალისხმევით საქართველო სამშვიდობოს გავა, ხოლო ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი კი საკუთარ თავს ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ იგრძნობს! მამებმა და შვილებმა ერთად უნდა ვაშენოთ ამ ქვეყნის მომავალი", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ამავე თემაზე:

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ხელისუფლებას "აგენტების" კანონის გამოწვევისკენ მოუწოდებს

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
25 / ნოემბერი 2024
ასლან ბჟანია, ისევ აპირებს „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობას, ამის შესახებ მან რუსულ "ტასს" განუცხადა.
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.