გალის რაიონში ქართული მარკირების მქონე საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს
გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში „საქონლის რეალიზაციის მცდელობისას“ ადგილობრივი მცხოვრებისგან, 323 ცალი ერთეული საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საბაჟო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, „ვერცხლის ნივთების შეფუთვებზე იყო ქართული მარკირება, ხოლო ზოგიერთ ნაკეთობაზე, ქართული ასოები იყო გამოსახული“.
საქმეზე მასალები „საბაჟო კომიტეტის საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეგზავნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები