ახალი ამბები
კონფედერაციის ან რაიმე სხვა სახის ურთიერთობის განხილვას თბილისთან არ ვაპირებთ, - შამბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლების მიზანი აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება და 2030 წელს ევროკავშირში შესვლაა.

"ტასს" - თან საუბარში შამბამ განაცხადა, რომ "საქართველოს სურვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თაობაზე" არავის აკვირვებს.

"30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგებია, რომ ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ჩვეთვის ახალი ამბავი არ არის. აფხაზეთს საკუთარი ამოცანები აქვს, ააშენოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, განავითაროს და გააძლიეროს თავისი სახელმწიფოებრიობა", - განაცხადა მან.

მის თქმით, მხარეებს შორის ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემა არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე, სოხუმი თბილისთან "კონფედერაციის ან რაიმე სხვა სახის ურთიერთობის განხილვას არ აპირებს".

„ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ისინი თავისი გზით მიდიან, ჩვენ კი ჩვენი გზით“, -  უთხრა გამოცემას შამბამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "ჩვენი "აღთქმული მიწა", ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.