უმუშევრების რაოდენობა იანვარ-მარტში 50 600-ით შემცირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე იყო. რაოდენობრივად ის 50 600-ით (18.1%) შემცირდა და 228 600 შეადგინა.
2019-2024 წლის უმუშევრობის მაჩვენებლებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის მონაცემები ყველაზე დაბალ, 14%-ს შეადგენს.
სააგენტოს ცნობით, დაქირავებულთა რაოდენობა 89 400-ით გაიზარდა (10.4%) და 952 900-ს მიაღწია, თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა კი გაზრდილია 40 500-ით (9.9%) და 448 200-ს შეადგენს.
მათივე განმარტებით, სქესის მიხედვით, უმუშევრობის დონე უფრო მაღალია კაცებში, რაც პროცენტული მონაცემებით, 16.3%-ს გულისხმობს. ქალების შემთხვევაში, ის 11.1%-ს უტოლდება.
მასალის გამოყენების პირობები