ახალი ამბები
დარწმუნებული ვარ, კოლეგებთან ერთად, ისტორიაში შევალ, როგორც გამარჯვებული - მერაბ ქვარაია
ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა და "ქართული ოცნების" წევრმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას თქვა, რომ დარწმუნებულია, მის კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ისტორიაში გამარჯვებული შევა.

"ჩვენ ამერიკის ხმის თაობა ვართ, რომელიც დასავლეთს შენატროდა, როგორც იმედს, როგორც შუქურას თავისუფლებისა, როგორც პარტნიორს და მეგობარს. მეც ამ იდეალებზე გაზრდილი ვარ ვარ და მჯერა, რომ აქ, დარბაზში მყოფი ჩემი კოლეგების, გულანთებული ქართველი პატრიოტი მეგობრების და კოლეგების გვერდში, მეც შევალ საქართველოს ისტორიაში, როგორც გამარჯვებული და მერწმუნეთ, ეს ასე იქნება. ჩვენ ვითხოვთ გამჭვირვალობას, რაც დემოკრატიული სტანდარტია. ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ და შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს სჭირდება. რა არის ამაში ცუდი და უცნაური? ჩვენი წინაპრები გვეუბნებოდნენ, ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნოდესო. გვიყვარს პარტნიორებთან ურთიერთობა და მეგობრები, მაგრამ ჩვენ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და უნდა ვიყოთ მზად, გავხდეთ პასუხისმგებლობიანი ქვეყანა", - თქვა საკანონმდებლო ორგანოში ქვარაიამ.

მან ასევე ახსენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც, მისი თქმით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას დამნაშავის ვერდიქტი გამოუტანეს.

შეგახსენებთ, მერაბ ქვარაია ერთ-ერთია იმათგან, რომლებმაც პარლამენტში სამივე მოსმენით "აგენტების" კანონს მხარი დაუჭირეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.