2023 წელს საქართველოში სიღარიბე 145 000-ზე მეტმა ადამიანმა დაძლია - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 3.8%-ით შემცირდა და 11.8% შეადგინა.
"საქსტატის" განმარტებით, 2023 წელს, წინაწელთან შედარებით, სიღარიბე 145 000-ზე მეტმა ადამიანმა დაძლია.
სააგენტოს ცნობით, მისი აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე კატეგორიაში - 16.0%-ია (-4.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის მოსახლეობაში - 11.5% (-3.8 პროცენტული პუნქტი), 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში კი - 8.0% (-2.5 პროცენტული პუნქტი).
სიღარიბის წილი ქალებისათვის 3.9%-ით შემცირდა და 11.5% გახდა, კაცებისათვის კი 3.7%-ით დაიკლო და 12.2% შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები