ახალი ამბები
ზუგდიდის სტადიონის UEFA-ს სტანდარტებით აშენებისთვის კიდევ 16.3 მილიონი ლარი დაიხარჯება (ფოტო)
ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების სტადიონი, რომლის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე რეკონსტრუქციას საჭიროებს. მისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 16 300 000 ლარის ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ვიზიუალიზაცია, შპს "კარკასი"
სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, მოცემულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელშიც საუბარია სტადიონის კონკრეტული ნაწილების დაზიანებაზე. კერძოდ, მწყობრიდანაა გამოსული ტრიბუნის პირველი ნაკვეთურის რკინაბეტონის კარკასი, გამაგრებითი სამუშაოები დღემდე დაუსრულებელია, რიგელებში ახალი ბზარები შეინიშნება, შიგნითა სივრცეები დანესტიანებულია.

ტენდერში წინადადებების მიღება 16-დან 21 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებული კომპანიისთვის სამუშაოების საგარანტიო ვადად კი, რეკონსტრუქციის დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი განისაზღვრება.

შეგახსენებთ, UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. მისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. მშენებელმა კომპანიამ "შპს დაგიმ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აშენებული სტადიონი რამდენიმე თვის დაგვიანებით ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის ხარვეზიანი იყო და გამოაცხადეს ხელახალი ტენდერი.



ამავე თემაზე:

ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების სტადიონი, რომლის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ გახსნილა - ფლანგვის დეტექტორი (ფოტო)

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის გაჭიანურებისა და უსაფრთხოების ზომების დაუცველობის საკითხები უნდა გამოიძიონ - TI

საძოვრად გადაქცეული ზუგდიდის სტადიონი (ფოტო)

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შედის (ფოტო)

ზუგდიდის ახალ სტადიონზე ბეტონის სარტყელი შემოავლეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.