ახალი ამბები
მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა 2025 წელს უნდა დასრულდეს - მთავრობა
პრემიერის ანგარიშის მიხედვით, რომელიც მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაუგზავნა, მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს და 2025 წელს უნდა დასრულდეს.

"2024 წელს, მესტიის ტერმინალის პროექტირების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი და გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. მშენებლობის დაწყება იგეგმება მიმდინარე წლის მანძილზე, ხოლო დასრულება 2025 წელს", - წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, 2024 წლის 4 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ საკითხზე განაცხადა, რომ მესტია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონია და მისი თქმით, ახალი პროექტი სვანეთში ტურისტების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

მთავრობის ვებ გვერდზე აღნიშნულია, რომ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებისთვის 435 000 ლარი 13 თებერვალს გამოყო. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.