გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ამავე ცნობით, ზუგდიდში, მარტვილსა და ფოთში 7-8 ივნისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა კი +31, +33 გრადუსი.
სააგენტოს განმარტებით, სანაპირო რაიონებში ანაკლიას და ფოთში გაწვიმდება ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება ზემო-სვანეთს, სინოპტიკოსები მესტიაში წვიმას ვარაუდობენ, ტემპერატურა კი +26, +28 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები