წუხელ მოსული ძლიერი წვიმის გამო, სოხუმის ზოგიერთი რაიონი დაიტბორა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლებიც.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საგანგებოს სიტუაციების სამინისტრო“ ავრცელებს. ამავე ცნობით, განსაკუთრებით დაზარალდა „კაშტაკის“ და „ტურბაზის“ უბნები.
„საგანგებოს“ ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები სტიქიის შედეგების აღმოფხვრას ცდილობენ.
მასალის გამოყენების პირობები