ახალი ამბები
სოხუმში McDonald's - ის ჩამნაცვლებელი რუსული "ვკუსნო ი ტოჩკა" არ გაიხსნება
სოხუმში სწრაფი კვების რუსული რესტორნების ქსელი „ვკუსნო ი ტოჩკა“ ("გემრიელია და წერტილი") არ გაიხსნება. ამის შესახებ კვების ობიექტების გენერალურმა დირექტორმა ოლეგ პაროევმა განაცხადა.
მან „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აღნიშნული დაწესებულებები არ გაიხსნება, მიზეზად კი „რესპუბლიკის ტერიტორიული კუთვნილების საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტის რისკი“ დაასახელა.

„ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ აფხაზეთის ბაზარი და მივედით დასკვნამდე, რომ იქ არ გავხსნით. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთი მხრივ, აფხაზეთი საერთაშორისო ასპარეზზე ითვლება საქართველოს კუთვნილ ტერიტორიად და იქ ფუნქციონირებს McDonald's - ის ფრანშიზა და ჩვენ არ გვინდა კონფლიქტის შექმნა“, - თქვა მან.

მისივე თქმით, უფრო მომგებიანი და ადვილია ქსელური რესტორნის გახსნა „აფხაზეთის საზღვართან ახლოს“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში McDonald's - ის ნაცვლად გახსნილი სწრაფი კვების რესტორნების ქსელს "ვკუსნო - ი ტოჩკა" - ს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შესვლა სურს, ჯერ კიდევ 2022 წელს გავრცელდა.

უფრო გვიან, „რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენელმა“ ოლეგ ბარციცმა განაცხადა, რომ „ვკუსნო ი ტოჩკა“ შესაძლოა 2023 წელსაც გამოჩნდეს და ფრანშიზა უკვე შეძენილია.

McDonald's - მა რუსეთი უკრაინასთან ომის გამო დატოვა. კორპორაციამ, მედიის თანახმად, რუსეთში ბიზნესი "იუჟკუზბასუგოლის" ქვანახშირის კომპანიის ყოფილ თანამფლობელს ნოვოკუზნეცკიდან ალექსანდრე გოვორს მიყიდა.

რუსეთმა 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები , იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.