13-15 ივნისს ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +36 გრადუსამდე მოიმატებს
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 16 ივნისამდე შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
სინოპტიკოსების ცნობით, ზუგდიდსა და მარტვილში 13-14 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. 15 ივნისს, დღის ბოლოს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსს მიაღწევს.
სანაპირო რაიონებში, ანაკლიასა და ფოთში +29, +31 გრადუსს ვარაუდობენ.
ამავე ინფორმაციით, მესტიაში გაწვიმდება, შესაძლოა, მას ელჭექი და სეტყვა მოჰყვეს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები