13 ივნისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდება
საავტომობილო გზების ინფორმაციით, 13 ივნისს, 02:00-დან 05:00 საათამდე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 186-ე კმ-ზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება 15-20 წუთიანი ინტერვალით ორივე ზოლზე
შეჩერდება.
დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი აღნიშნული ტერიტორიის ხიდზე მიმდინარე მალის ნაშენის სამონტაჟო სამუშაოებია.
მასალის გამოყენების პირობები