ახალი ამბები
სემეკი - დღეიდან "მესტიაჭალა 1" ჰესის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „მესტიაჭალა ენერჯიზე“ (მესტიაჭალა 1) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა.

,,მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 1“-ის დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ია, 2 აგრეგატი, თითო 10 მგვტ-იანი. საპროექტო წლიური გამომუშავება შეადგენს 69 მლნ.კვტსთ-ს’’, -აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია გაიცა შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიაზე“ (ხობი 2).

,,ჰესი „ხობი 2“-ის საპროექტო წლიური გამომუშავება შეადგენს 194 მლნ.კვტსთ-ს, შედგება 2 აგრეგატისგან, თითოეულის დადგმული სიმძლავრე - 22.25 მგვტ-ია’’, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სემეკ-ის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიას დაევალა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე 44.5 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „ხობი 2“-ის ექსპლუატაციაში მიღებისა და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის 6 თვის ვადაში სემეკში წარდგენა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.