საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500
ლარით გაეზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
როგორც ისინი განმარტავენ, სისტემაში დასაქმებული პედაგოგების ფულადი ანაზღაურების ზრდა შემდეგი სახით გადანაწილდება:
500 ლარით - 21 000-მდე მასწავლებელს.
600 ლარით - 8000-მდე პედაგოგს.
700 ლარით - 5000 -მდე დასაქმებულს.
800 ლარით - 3000 - მდე მასწავლებელს. ეს რიცხვი კი ჯამში, ამ სფეროში დასაქმებულთა 70%-ზე მეტს შეადგენს.
სამინისტროს ცნობით, ახალი სახელფასო სისტემა ითვალისწინებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული საგაკვეთილო საათების რაოდენობას, სამუშაო სტაჟს, აკადემიურ ხარისხს და არსებულ სტატუსებს.
მასალის გამოყენების პირობები