საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთთან ითამაშებს
დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ის თბილისის დროით 20:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე"პირველ მატჩს თურქეთთან
გამართავს.
22 ივნისს კი ქართველი ფეხბურთელები ჰამბურგში ჩეხეთის წინააღმდეგ, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებთან ითამაშებენ.
ისტორიული მატჩის ყურება გულშემატკივრებს ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ დიდ ეკრანებზეც შეეძლებათ.
შეგახსენებთ, 26 მარტს, დინამო არენაზე საქართველოს გუნდმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში, პენალტების სერიაში, საბერძნეთი ანგარიშით - 4:2 დაამარცხა.
მასალის გამოყენების პირობები