ახალი ამბები
დღეს სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაცია გაიმართება
დღეს სამეგრელოს სხვადასხვა რეგიონში გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის პირველი შეხვედრის, საქართველოსა და თურქეთის მატჩის დიდ ეკრანზე ყურებას შეძლებენ.

მარტვილისა და ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში საგულშემატკივრო სივრცე უკვე მოეწყო და ფეხბურთის მოყვარულებს 20:00 საათიდან ელოდებიან.

წალენჯიხაში, ქალაქის ცენტრში, "მწვანე ეზოს" ტერიტორიაზე ქართული ნაკრების მხარდამჭერებს შესაძლებლობა აქვთ დიდ ეკრანზე თვალი ადევნონ ევროპის ჩემპიონატის ყველა საფეხბურთო მატჩს.

სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში თამაშის დაწყებამდე ფლეშმობი და შოუ-კონცერტი გაიმართება, მოგვიანებით კი იმავე ლოკაციაზე განთავსებულ დიდ ეკრანებთან საქომაგოდ გადაინაცვლებენ.

აბაშაში გულშემატკივრები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში შეძლებენ მატჩის ყურებას.

ხობში კი სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ეპატიჟებიან საქართველოს ნაკრების მხარდამჭერებს.

გარდა ამისა, ზუგდიდში ახალგაზრდული სათათბიროსა და ზუგდიდის მერიის თანამშრომლობით, მე-2 სკოლის წინ დამონტაჟდება დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივრები შეძლებენ მატჩის ღია სივრცეში ყურებას.

ასევე, ტრანსლირება ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში, ზუგდიდი მოლში და სოციალურ კაფე "მეგობარში" მოეწყობა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. ის დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე"პირველ მატჩს თურქეთთან გამართავს.

22 ივნისს კი ქართველი ფეხბურთელები ჰამბურგში ჩეხეთის წინააღმდეგ, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებთან ითამაშებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.