ახალი ამბები
რუსი გიდები აფხაზეთში ლეგალურად მუშაობას ვერ შეძლებენ - სოხუმი
სოხუმი არ განიხილავს ტურისტული საქმიანობის შესახებ მოქმედ "კანონმდებლობაში" ცვლილების შეტანის საკითხს, - ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა "გიდების პროფესიული საზოგადოების" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს "ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების შეშფოთების საკითხები", კერძოდ, "აფხაზეთში არააკრედიტებული გიდებისა და ექსკურსიების უკანონო საქმიანობა".

"აფსნიპრესის" თანახმად, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელების ინფორმაციით, "ფსოუს გამშვები პუნქტის გავლით აფხაზეთში რეგისტრირებული მანქანების გადაადგილების სირთულეები მხოლოდ მოძრაობის ნაკადის სეზონურ ზრდას უკავშირდება".

გასულ კვირას სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს "მინისტრთა კაბინეტი" ამზადებდა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, რუსი გიდები ლეგალურად შეძლებდნენ მუშაობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რამაც ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.