ახალი ამბები
ცესკო ელექტრონული არჩევნებისთვის ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით "ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება" მიმდინარე წლის 6 ივლისიდან დაიწყება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. ამის შესახებ ინფორმაცია ცესკოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

"პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, უზრუნველყოფილი იქნება კენჭისყრის იმიტაცია, კერძოდ საარჩევნო მოხელეების მეთვალყურეობით, დაინტერესებული პირები თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს (საცდელი წრის გაფერადება, ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება), მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას როგორც უშუალოდ საარჩევნო აპარატების გამოყენების, ისე საქართველოში საპილოტე რეჟიმში ჩატარებული ელექტრონული არჩევნების შესახებ", - წერს ადმინისტრაცია.

მათივე განმარტებით, პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ჩატარდება.

მონაწილეობის მსურველებმა, 2024 წლის 26 ივნისიდან, ცესკოს ვებ გვერდზე ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ და სასურველი თარიღი, დრო უნდა აარჩიონ. საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროცესში და გაეცნონ საარჩევნო ტექნოლოგიებს.

ინფორმაციისთვის, 2024 წლის საპარლამენტო და ყველა შემდგომი არჩევნები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება და ამომრჩეველთ, თითქმის, 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურებიც.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.