ახალი ამბები
დღეს საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს პორტუგალიასთან ითამაშებს
დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში, გელზენკირხენის "აუფ შალკე არენაზე" ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს პორტუგალიასთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ჩემპიონატის ფლეი ოფში სათამაშოდ, ქართველმა ფეხბურთელებმა უნდა დაამარცხონ პორტუგალიელები, ფრედ დასრულების შემთხვევაში კი, შემდეგ ეტაპზე გადასვლის მცირე, თუმცა თეორიული შანსი მაინც არსებობს.

"პორტუგალია ძლიერი გუნდია და თუ მცირე შანსი მაინც იქნება, მას გამოვიყენებთ. აქ ყოფნაც დიდი გამარჯვებაა. ვინმეს რომ ეთქვა, ბოლო ტურის წინ მერვედფინალში გასვლის შანსი გვექნებოდა, ვერ დავიჯერებდი. ოთარ კიტეიშვილი პირველ ორ მატჩში ფორმაში არ იყო, მაგრამ ახლა მზად იქნება. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ", - ამბობს ვილი სანიოლი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 18 ივნისს თურქეთთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა, ხოლო ჩეხეთთან შეხვედრა თანაბარი ქულით 1:1 დაასრულა.

საქართველო ისტორიაში პირველად ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე. მატჩის დიდ ეკრანებზე ტრანსლაცია ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ზუგდიდში მე-2 სკოლის წინ გულშემატკივრებს ღია სივრცეში შეუძლიათ შეხვედრის ყურება, ასევე, ტრანსლირება ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში, ზუგდიდი მოლში და სოციალურ კაფე "მეგობარში" მოეწყობა.


ამავე თემაზე: 

დღეს სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაცია გაიმართება

ზუგდიდში სხვადასხვა ლოკაციაზე ევრო 2024-ს მატჩის დიდ ეკრანზე ყურებას შეძლებთ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.