ახალი ამბები
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისთვის კომპანიის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს
"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, ზუგდიდის "უეფას" მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის და სათადარიგო სტადიონის მშენებლობისთვის კომპანიის შერჩევა- შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

შესყიდვების კონკურსში ერთადერთმა პრეტენდენტმა "შპს სფრინგ კონსტრაქშენმა" მიიღო მონაწილეობა. მან 21 ივნისს, ფონდს 16 137 000 ლარი შესთავაზა.

ინფორმაციისთვის, კომპანიამ 2020 წელს რუხის, 2021 წელს კი ფოთის საფეხბურთო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები შეასრულა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2017 წელს დაანონსდა. UEFA-ს სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, მისი ექსპლუატაცია 2020 წლამდე გადაიდო, თუმცა ამ დროშიც ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, სტადიონზე მწყობრიდანაა გამოსული ტრიბუნის პირველი ნაკვეთურის რკინაბეტონის კარკასი, გამაგრებითი სამუშაოები დღემდე დაუსრულებელია, რიგელებში ახალი ბზარები შეინიშნება, შიგნითა სივრცეები დანესტიანებულია.

მისი რეკონსტრუქციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 31 მაისს, 16 300 000 ლარის ტენდერი გამოაცხადა.


ფოტო/ვიზუალიზაცია: შპს "კარკასი"



ამავე თემაზე:

ზუგდიდის სტადიონის შენებას 9 წელი, 2 ტენდერი და 14 მლნ დასჭირდა, დასასრულებლად კიდევ 16 მლნ გამოიყო - ფლანგვის დეტექტორი

ზუგდიდის სტადიონის UEFA-ს სტანდარტებით აშენებისთვის კიდევ 16.3 მილიონი ლარი დაიხარჯება (ფოტო)

ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების სტადიონი, რომლის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ გახსნილა - ფლანგვის დეტექტორი (ფოტო)

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის გაჭიანურებისა და უსაფრთხოების ზომების დაუცველობის საკითხები უნდა გამოიძიონ - TI

ზუგდიდში ახალი სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო

საძოვრად გადაქცეული ზუგდიდის სტადიონი (ფოტო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.