სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.2% შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.3%-ით განისაზღვრა.
როგორც უწყება აცხადებს, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
მასალის გამოყენების პირობები