გაგრის რაიონულმა სასამართლომ ფსოუს ე.წ. საგუშაგო ზონაში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „გენერალური პროკურატურის“ პრესსამსახური.
მანამდე ვრცდელდებოდა ინფორმაცია, რომ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა, 25 ივნისს, 27 წლის ასლან კაკალია, 36 წლის იგორ ჩაგოვეცი, 33 წლის ბესლან კაკალია, უფრო ადრე, კი ამავე დანაშაულში ეჭვმიტანილი, კიდევ ოთხი პირი
დააკავეს. 24 ივნისს, გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურამ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის საქმეზე“ სისხლის სამართლის
საქმე აღძრა.23 ივნისის საღამოს, რუსეთთან ე.წ. საზღვრის მახლობლად მომხდარი სროლის შედეგად
ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები