სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2023 წელს გარდაცვალების 4119 შემთხვევა აღირიცხა. აქედან,
საქალაქო დასახლებაში - 1737, სასოფლოში კი - 2382 გარდაცვლილი იყო.
აღნიშნული რიცხვი 15%-ით, ანუ 754 ერთეულით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.
გარდაცვლილთა რაოდენობა მუნიციპალიტეტებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:
ზუგდიდი - 1343
მესტია - 103
წალენჯიხა - 313
ჩხოროწყუ - 268
მარტვილი - 458
ხობი - 358
სენაკი - 494
ფოთი - 463
აბაშა - 319
ინფორმაციისთვის, საქართველოს მასშტაბით, გასულ წელს 42 756 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 6 362 ერთეულით (13.0%) ნაკლებია 2022 წლის რიცხვზე . გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 40.0% და 11.6%.
მასალის გამოყენების პირობები