ახალი ამბები
სოხუმის მილიციის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა
სოხუმის მილიციის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია ეჭვმიტანილი, ე.წ. პროკურატურის შუამდგლომლობით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

სოხუმის ე.წ. პროკურატურამ მილიციის ლეიტენანტ მანჩი კიახბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც აფხაზურმა ტელეგრამ - არხმა RESPUBLICA-მ სოხუმის ე.წ. მილიციის თანამშრომლის მიერ მამაკაცის ცემის კადრები გამოაქვეყნა.

„წინასწარი გამოძიების ორგანომ დაადგინა, რომ ქალაქ სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს „მაიაკის“ მილიციის განყოფილების საგამოძიებო განყოფილების თანამშრომელმა, 2024 წლის 3 თებერვალს, სამუშაო ადგილზე ყოფნისას, დაკავებულ ასტამურ საბეკიას მუშტებით, სულ მცირე, 11 დარტყმა მიაყენა, რითაც დააზიანა შსს-ს პრესტიჟი“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „გენერალური პროკურატურის“ პრესსამსახური ავრცელებს.  

აქვე დაზუსტებულია, რომ მოტივი შურისძიებაა საბეკიას ქმედებებისთვის - ეს უკანასკნელი მანამდე „ხელისუფლების წარმომადგენლებზე ძალადობისა და შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს“.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის მაისში გალში, ცემის შედეგად გარდაცვლილი, თემურ კარბაიას საქმეზე დაკავებული მილიციელები პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გალის ე.წ. სასამართლომ მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა, „სამსახურებრივი გულგრილობის“ მუხლით, სასჯელის ზომად კი გირაო შეუფარდა, 50 – 50 ათასი რუბლის ოდენობით.

გალის რაიონის მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შსს - ს სამი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარე წლის თებერვალში აღიძრა, ორი მათგანი დააკავეს.

თემურ კარბაიას სიკვდილის შესახებ 2023 წლის 9 დეკემბერს გახდა ცნობილი. 43 წლის მამაკაცის ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დედასთან ერთად გალში ცხოვრობდა, ე.წ. მილიციამ გააჩერა და სასტიკად სცემა. მიყენებული ტრავმებით იგი კლინიკაში გარდაიცვალა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.