ახალი ამბები
პირუტყვის უმეთვალყურეოდ დატოვება სანქციებს ითვალისწინებს - „ზუგდიდდასუფთავება“
"ზუგდიდდასუფთავების ცენტრი" საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ადგილებში, მომრავლდნენ წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველები, რომლებიც ანადგურებენ მწვანე ნარგავებს. სანაგვე ურნებიდან ყრიან ნაგავს, ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს, იწვევენ ანტისანიტარიას და საფრთხეს უქმნიან ტრანსპოტრის მოძრაობას.

ცენტრი მოქალაეებს აფრთხილებს, რომ პირუტყვის ქალაქის ქუჩებში უპატრონოდ მიტოვების შემთხვევაში, მათი მეპატრონეები ადმინისტრაციულად დაჯარიმდებიან, 100 ლარით.

"პირუტყვის მეპატრონეთა საყურადღებოდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრი" -ს ზედამხედველობის სამსახური, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის პირველი ივლისის N 23 დადგენილების შესაბამისად ატარებს მკაცრ საჯარიმო სანქციებს აღნიშნული პრობლემების მოკლე დროში მოსაგვარებლად და სათანადო წესრიგის დასამყარებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესი:

ეს წესი აწესრიგებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას.

ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 151-ემუხლის მე-3 ნაწილით. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ" ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" მიერ ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.

დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, გამოცხადდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრში" და წარადგინოს წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა).

მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა – პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ხარჯი შეადგენს 10 ლარს, ხოლო ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯი შეადგენს 10 ლარს. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. ჯარიმა, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები ჩაირიცხება ბიუჯეტში. ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ხარჯის და ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯის გადახდევინებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრს".

წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია არ დაუშვას ბულვარში, პარკში, სკვერში და პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა. მოგიწოდებთ ერთად დავიცვათ ჩვენი ქალაქის სისუფთავე და მისი იერსახე"- ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, თუ ქალაქის ქუჩებში დააფიქსირებენ წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვებს, დარეკონ მითითებულ ნომერზე: 577 25 70 64; 595 22 25 40; 577 39 36 32.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.