ახალი ამბები
2013-2024 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში გზების რეაბილიტაციისთვის კომპანიებმა 676,623,524 ლარი მიიღეს - TI
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ახალი კვლევის მიხედვით, სხვადასხვა საგზაო კომპანია სახელმწიფო შესყიდვებიდან მსხვილ კონტრაქტებს იღებს, მათი ნაწილი კი მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთანაა დაკავშირებული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, იმ კომპანიებმა, რომლებიც რეგიონში ოპერირებენ 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 676,623,524 ლარის კონტრაქტები მიიღეს.

აქვე მითითებულია, რომ კვლევაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში კომპანიათა ნაწილის ჩართულობა პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით აჩენს ეჭვებს.

ერთ-ერთია შპს “როუდ პლიუსი” და შპს “ბილდინგ გრუპ 17”, რომელიც ორგანიზაციის თქმით, ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან, ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიებია.

„ამ კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, ჯამში 28,516,914 ლარის ტენდერები მოიგეს. აქედან 15,314,019 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის. ამ შესყიდვებში არსებულ კორუფციულ რისკებზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” გასულ წელს წერდა.

შპს “როუდ პლიუსი” 2020 წელს დარეგისტრირდა. მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი თავად ზაზა ანთიაა. კომპანია 2021 წლიდან დღემდე 58 ტენდერში მონაწილეობდა და 23 შემთხვევაში გაიმარჯვა. მიღებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 16,451,079 ლარია, საიდანაც 6,920,049 ლარი ზუგდიდის მერიაზე მოდის. ამ 23 მოგებული ტენდერიდან 13-ში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია, 4 ტენდერი კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოიგო.

2017 წელს რეგისტრირებული შპს “ბილდინგ გრუპ 17”-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ზაზა ანთიას დედა, აზა ჩიხლაძეა, სატენდერო დოკუმენტაციას კი ხელს აწერს სწორედ ზაზა ანთია, როგორც მინდობილი პირი. შპს “ბილდინგ გრუპ 17” ტენდერებში 2018-2021 წლებში მონაწილეობდა, ჯამში 74 ტენდერიდან 32-ში გაიმარჯვა, ხელშეკრულებათა ჯამურმა ღირებულებამ კი 12,005,725 ლარი შეადგინა, საიდანაც 8,333,860 ლარის ხელშეკრულებები ზუგდიდის მერიაზე მოდის. შპს “ბილდინგ გრუპ 17”-მა ზუგდიდის მერიისგან ასევე 60,110 ლარის ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო. 32 მოგებული ტენდერიდან 20-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 6 ტენდერში კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა“, - მითითებულია ინფორმაციაში.

„TI - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.