გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საკუთარ ვებ გვერდზე აბიტურიენტებს მოუწოდა, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო
ბარათი.
Naec - ის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები შემდეგნაირია:
საგამოცდო ცენტრში შესვლისთანავე ჩააბარეთ ტელეფონი და ყველა ზედმეტი ნივთი;
ტესტზე მუშაობის დაწყება შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;
არ დააწყოთ სამუშაო მაგიდაზე ზედმეტი ნივთები. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე;
გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. არ შეიძლება მისი გადაკეცვა ან დაზიანება;
შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლები რჩება ცენტრში. ის პასუხების ფურცელთან ერთად უნდა ჩააბაროთ მეთვალყურეს მუშაობის დასრულებისას.
შეგახსენებთ, 2024 წლის საგამოცდო პროცესი ხვალიდან, 3 ივლისიდან დაიწყება და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ხვალ,
3 ივლისს ელექტრონულად დარეგისტრირებული 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებს.
სამეგრელოს მასშტაბით, საგამოცდო ცენტრები ზუგდიდსა და ფოთში განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები