ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურს ასცდა და იქვე, ეზოში მდგომ ავტომობილზე ავარდა.
თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ ავტომობილში მძღოლი იმყოფებოდა, თუმცა, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები,მეხანძრე მაშველები, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანა.
მასალის გამოყენების პირობები