ონკოპაციენტები მედიკამენტებს პირდაპირ საავადმყოფოებში მიიღებენ - მინისტრი
ონკოპაციენტების თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის ახალი წესის მიხედვით, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში
იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, პაციენტებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა, პროცედურაზე მისულ ყველა ბენეფიციარს წამალი დაწესებულებაში დახვდება.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ცვლილების მიზანია, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. პაციენტების განცხადებით კი, აღნიშნული ინიციატივა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობასა და თავად მკურნალობის პროცესს.
მასალის გამოყენების პირობები