ახალი ამბები
„აფხაზურმა ბანკმა“ სამახსოვრო ბანკნოტები ისევ გამოუშვა
“აფხაზეთის ბანკმა” ახალი სამახსოვრო ბანკნოტები გამოუშვა. 10 აფსარის ნომინალის ბანკნოტი „ლეოპრადი“, 500 ათას ეგზემპლარიანი ტირაჟით, ხოლო 100 აფსარის ნომინალის ბანკნოტი „კავკასიური კეთილშობილი ირემი“, 10 ათას ეგზემპლარიანი ტირაჟით დაიბეჭდა.
ამავე ცნობით, ბანკნოტის დიზაინი მხატვარ ბატალ ჯაპუას ეკუთვნის.

"აფხაზეთის ბანკის" მიერ დადგენილი კურსით 1 აფსარი უდრის 10 რუსულ რუბლს, თუმცა მისი რეალური ღირებულება განისაზღვრება ინვესტორული და ნუმიზმატიკური მიზნით.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გადახდის ძირითადი საშუალება რუსული რუბლია. ფულადი ერთეული "აფსარი" 2008 წელს ჩაეშვა. თავდაპირველად აფსარში მხოლოდ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ სამახსოვრო მონეტები იბეჭდებოდა, 2018 წლიდან გამოვიდა სამახსოვრო ბანკნოტებიც.

"კანონის" თანახმად, მონეტები და ბანკნოტები დე ფაქტო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე „ნომინალური ღირებულებით არის ლეგალური გადახდის საშუალება, მაგრამ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც გადახდის საშუალება საცალო ვაჭრობაში".

2024 წლის თებერვალში სოხუმმა რუსული რუბლი ოფიციალურ ვალუტად აღიარა. 




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.