ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სავარჯიშო მოედანზე განთავსებული ტრენაჟორი დაზიანებულია
სოციალურ ქსელში მოქალაქე დავით ლოგუამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში განთავსებული ტრენაჟორი, დაახლოებით, ერთი თვეა დამტვრეულია და ვერ ახერხებს ისარგებლოს სავარჯიშო მოედნით.

"ქალაქში, streetworkout-ის სავარჯიშო, ამის მეტი არ არის (ისიც არასრული), რომლის ფილოსოფია გაფასიანების პოლიტიკას ჩანასახშივე ეწინააღმდეგება. ამ ფასიან სივრცეში თვეზე მეტია შედუღების აპარატი ვერ მოიძებნა, რომ ეს შეადუღაბონ?", - წერს ის.

რადიო "ათინათი" ამ საკითხზე ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელს შალვა აგუმავას დაუკავშირდა. მისი თქმით, დაზიანების მიზეზი ვანდალიზმი არ არის და ის ვარაუდობს, რომ სავარჯიშო ინვენტარი თავიდანვე დეფექტიანი იყო.

"შესაკეთებლად საჭირო მასალები უკვე ნაყიდია და უახლოეს დღეებში აპირებენ დამტვრეული ნაწილების შედუღებას. სავარჯიშოები აღდგება, ალბათ, 10 დღეში", - ამბობს ის.

სავარჯიშო ტრენაჟორები ბოტანიკურ ბაღში მისი რეაბილიტაციის დროს დამონტაჟდა.



ფოტო: დავით ლოგუას ფეისბუქ გვერდი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.