მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან გამოგზავნილი საეჭვო ბმულების გახსნისგან - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო უცხო ნომრებიდან გამოგზავნილ ბმულში არ მიუთითონ პირადი
მონაცემები, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი და საბანკო ბარათის რეკვიზიტები. ამის შესახებ განცხადება უწყებამ ვებ გვერდზე გაავრცელა.
როგორც ისინი განმარტავენ, შეტყობინების გამგზავნი პირები, მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ტექსტის ბოლოს კი მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლისას, ითხოვენ პირადობის მოწმობის ნომრისა და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებას.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ისინი გადააგზავნეს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომი რეაგირებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები