ჩხოროწყუს სოფელ ოჩხომურში (ლესიჭინეს ადმინისტრაციული ერთეული) ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და მსახიობის აკაკი
ხორავას სახლ-მუზეუმი აშენდება.
შესაბამისი ტენდერი ელექტრონული შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოცხადდა და სამუშაოებისთვის 121 583 ლარი გამოყო.
სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ გამარჯვებულ კომპანიას 2024 წელს შესრულებული სამუშაოებისთვის (3 თვეში) აუნაზღაურდება 80 000 ლარი, ხოლო 2025 წელს - 41 585 ლარი.
ტენდერში წინადადებების მიღება პრეტენდენტებს 20-დან 23 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ. პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები კი ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში უნდა შესრულდეს.
ინფორმაციისთვის, აკაკი ხორავას სასცენო მოღვაწეობა მოიცავს ისეთ როლებს, როგორიცაა: იოქანაანი, ლაერტი, ოტელო, პლატონ კრეჩეტი, კარლ მოორი და აშ, ფილმოგრაფიაში კი გამორჩეული იყო: გიორგი სააკაძე, სკანდერბეგი, გიუა და სხვა. ხორავა 1977 წელს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული
მასალის გამოყენების პირობები